10 წლიანი სესხით შეძენილი ნაგავმზიდები ექსპლოატაციაში 19 ივნისიდან შევა.
ახალციხის მერი ირწმუნება, რომ ორივე მანქანის გასაღებს კეთილმოწყობის სამსახურს ორშაბათს თავად გადასცემს.
კითხვაზე, რატომ დაგვიანდა ნაგავმზიდების ამუშავება – ვლადიმერ ზედგინიძე აცხადებს, რომ გადაფორმების საკითხი გაჭიანურდა. თუმცა "მეცხრე არხისთვის" 16 მაისს მიცემულ ინტერვიუში ქალაქის მერი ირწმუნებოდა, რომ მანქანებისთვის ნომრებს ორ დღეში აიღებდნენ. თუმცა ნაგავმზიდები ამ დრომდე კვლავ 9 აპრილის ქუჩაზე, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიაზე უმოქმედოდ დგას.
ვლადიმერ ზედგინიძის თქმით, პრობლემას წარმოადგენს საწვავიც. რაც შეეხება ნაგვის კონტეინერებს, უბნებზე გადასანაწილებელი მხოლოდ 25 ცალია დარჩენილი.
იანვარში შესყიდული ორი ნაგავმზიდისა და 100 ერთეული კონტეინერის შეძენა ახალციხის მერიას ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაუჯდება. ამისთვის მუნიციპალიტეტმა 10–წლიანი სესხი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან აიღო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.