ვალის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის თანხა მაღალმთიანი დასახლებების ფონდიდან გამოიყო
16:43 / 19.07.2017
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილება შევიდა.
საკითხზე დღეს, 19 ივლისს გამართულ საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს.
მუნიციპალიტეტმა თანხა მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან მიიღო, რომელიც ვალის საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაობის მეორე ეტაპს მოხმარდება. ამისთვის გამგეობა ტენდერს ახლო მომავალში გამოაცხადებს.
პირველ ეტაპზე ვალის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მთის ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 318 266 ლარით დაფინანსდა. შენობა თანამედროვე სტანდარტებით მოეწყობა და 200–ზე მეტი აღსაზრდელის მიღებას შეძლებს.
მუნიციპალიტეტმა თანხა მიიღო რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდანაც, რომელიც სოფელ მინაძეში გზის რეაბილიტაციისთვის დაიხარჯება.
ამ დროისათვის ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, დაახლოებით 12 მილიონ ლარს შეადგენს, აქედან სამ მილიონამდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული თანხაა, ხოლო დაახლოებით 9 მილიონი ლარი – ადგილობრივი მუნიციციპალიტეტის მიერ გამომუშავებული.
დღესვე საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა გამგეობის საფინანსო საბიუჯეტი სამსახურის მიერ 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების ექვსთვიანი ანგარიში წარადგინა. დეპუტატების უმრავლესობამ ანგარიში დადებითად შეაფასა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.