არჩევნები
წინასაარჩევნო კამპანიის დროს დაფიქსირებული დარღვევები სამცხე–ჯავახეთში
სამცხე–ჯავახეთში წინასაარჩევნო ვითარებას საერთო სამოქალაქო მოძრაობა ,,მრავალეროვანი საქართველოს“ საარჩევნო

პროგრამის კოორდინატორი მშვიდს უწოდებს. ირმა ბასილაშვილი აცხადებს, რომ წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნები განსხვავებულია, თუმცა სიმშვიდის მიუხედავად ორგანიზაცია დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობს.

,,მრავალეროვანმა საქართველო"–მ სამცხე–ჯავახეთში წინასაარჩევენო კამპანიის დროს ამ ეტაპზე ოთხი მნიშვნელოვანი დარღვევა გამოავლინა.

1. ,,ნინოწმინდის ოლქში, როდესაც ჩვენმა გრძელვადიანმა დამკვირვებელმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ქალაქის მერი ანივარდ მოსოიანი აქტივისტებს იბარებდა მერიაში და აძლევდა დავალებებს სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ. ვიცით, რომ მოსოიანი არის ასევე შტაბის უფროსი, თუმცა მან დავალებები უნდა მისცეს შტაბში და არა მერიაში სამუშაო საათებში. ჩვენ ამის შესახებ მივმართეთ უწყებათაშორის კომისიას, სადაც 5 ოქტომბერს საკითხი განიხილეს და მიმართვა გადაეგზავნა ყველა მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობას, რომ თავი შეიკავონ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისგან.

2. კანონდარღვევით სააგიტაციო მასალის გაკვრა დაფიქსირდა ახალციხეში, 26 სექტემბერს. საუბარია გრიგოლ ვაშაძის პლაკატების გაკვრაზე იმ ადგილას, რომელიც საკრებულოს მიერ ჩამოთვლილ ნუსხაში აღნიშნული არ იყო. 

3. გრიგოლ ვაშაძის პლაკატები გაკრული იყო ახალქალაქის შესასვლელთან მდებარე ძეგლზეც, რამაც ჩვენი აღშფოთება გამოიწვია.

4. ახალქალაქში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა თეონა ჭალიძემ, 9 ოქტომბერს, მოგვაწოდა ინფორმაცია იმ ინციდენტის შესახებ, რომელიც მასა და ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შორის მოხდა. ჩვენ მოვითხოვთ უშუალოდ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, რომ ეს ქმედება არ დარჩეს რეაგირების გარეშე. თეონა ჭალიძის მტკიცებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მას ოლქის შენობაში მიაყენეს, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ 20 გამოკითხული თვითმხილველიდან მომხდარს არავინ ადასტურებს. ჭალიძე მარანგოზიანსა და ,,ქართული ოცნების“ წარმომოადგენელს ძალადობაში სდებს ბრალს. რაც შეეხება ვიდეომასალას, როგორც ირმა ბასილაშვილი ამბობს, მხოლოდ ერთი ფრაგმენტია სადაც თავად ნაციონალური მძრაობის წარმომადგენელი კრავს ხელს მარანგოზიანს, დანარჩენი ფაილები არარსებობს".

www.tv9news.ge მუშაობს თემაზე და დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით.
| Print |