არჩევნები
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი ახალციხეში ამომრჩეველს შეხვდა
თემურ შაშიაშვილი საარჩევნო კამპანიას სამცხე–ჯავახეთში აგრძელებს.

საპრეზიდენტო კანდიდატი ახალციხის ცენტრალურ პარკში მოსახლეობას შეხვდა და საარჩევნო პროგრამა გააცნო. დამოუკიდებელი კანდიდატი ამბობს, რომ ქვეყანას კორუმპირებული ხელისუფლება ჰყავს, რომელიც არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს.

თემურ შაშიაშვილმა ახალციხელებს წიგნები დაურიგა, სადაც ქვეყნის განვითარების მისეული ხედვაა აღწერილი.

თემურ შაშიაშვილი შეხვედრას ნინოწმინდისა და ახალქალაქის მოსახლეობასთანაც გეგმავს.

| Print |