არჩევნები
,,ახალციხის ოლქში დარღვევებზე სულ 8 ოქმი შემოვიდა" – თეა გავაშელი
#37–ე ახალციხის საარჩევნო ოლქში 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში 19 073–მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.

მათგან ხმათა უმრავლესობა სალომე ზურაბიშვილმა მოიპოვა 8489 ხმით,

მეორე ადგილზე გრიგოლ ვაშაძე გავიდა 5 249 ხმით,

ხოლო მესამე ადგილი დავით ბაქრაძემ დაიკავა 3 780 ხმით. 

ცნობილია 35–ივე უბნის მონაცემები. #37–ე ახალციხის ოლქის მონაცემების მიხედვით, გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა საბარგო

სადგურის #7 საარჩევნო უბანზე,
სვირის #20 საარჩევნო უბანზე,
#34–ე სხვილისის საარჩევნო უბანზე,
ვარძიის ჩიხი, 30–ე უბანზე,
თამარაშვილის ქუჩა, მე–6 უბანზე,
რაბათი, მე–5 უბანზე,
ოპიზარი, 31–ე უბანი,
თეატრი, პირველი უბანი,
უნივერსიტეტის მეორე კორპუსი, მე–8 უბანი,


ოლქის თავმჯდომარე თეა გავაშელი ჩატარებულ არჩევნებს მშვიდს უწოდებს და აცხადებს, რომ ,,ახალციხის ოლქში დარღვევებზე სულ 8 ოქმი შემოვიდა".

| Print |