არჩევნები
ციფრებში გამოხატული ამომრჩეველთა განწყობები
სამცხე–ჯავახეთის ამომრჩევლის აქტიურობა ბოლო სამ წელიწადში პოლიტიკური განწყობების მიხედვით იცვლებოდა.

მოქალაქეთა გაბრაზების, ნიჰილისტური დამოკიდებულებისა თუ აქტიური მხარდაჭერის მიუხედავად შედეგებიც განსხვავებული იყო.


2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები


ბორჯომის ოლქში ამომრჩეველთა აქტივობამ 49.7 % შეადგინა, საიდანაც მიღებული ხმები ასე გადანაწილდა:

ქართული ოცნება – 50.16 % ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 27.99 % და ევროპული საქართველო – 10.4 %.

ახალციხეში ამომრჩეველთა აქტივობამ 55.39 % შეადგინა. მიღებული ხმები კი ასე გადანაწილდა.

ქართული ოცნება – 45.59 %, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 28.32 % და ევროპული საქართველო – 20.4 %.

ასპინძაში ამომრჩეველთა აქტივობამ 63.05 % შეადგინა. მიღებული ხმები კი ასე გადანაწილდა.

ქართული ოცნება – 56.86 %, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 20.44 % და ევროპული საქართველო – 17.12 %.

ადიგენში ამომრჩეველთა აქტივობამ 60.53 % შეადგინა. მიღებული ხმები კი ასე გადანაწილდა.

ქართული ოცნება – 47.49 %, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 27.08 % და ევროპული საქართველო – 20.96 %.

ახალქალაქში ამომრჩეველთა აქტივობამ 44.21 % შეადგინა. მიღებული ხმები კი ასე გადანაწილდა.

ქართული ოცნება – 59.46 %, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 23.31 % და ევროპული საქართველო – 14.81 %.

ნინოწმინდაში ამომრჩეველთა აქტივობამ 46.2 % შეადგინა. მიღებული ხმები კი ასე გადანაწილდა.

ქართული ოცნება – 59.16 %, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 21.45 % და ევროპული საქართველო – 15.94 %.


2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

პოლიტიკური ვითარება გასულ წელს შეიცვალა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ორ ნაწილად გაიყო. შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობა ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და ,,ევროპულმა საქართველომ" ცალცალკე მიიღო. 

ბორჯომის ოლქში ამომრჩეველთა აქტივობამ 49.19 % შეადგინა, საიდანაც მიღებული ხმები ასე გადანაწილდა:

ქართული ოცნება – 41.32 % ერთიანი ნაციონალური მოძრაობა –5.21 % და ევროპული საქართველო – 11.25 %.

ახალციხეში ამომრჩეველთა აქტივობამ 53.54 % შეადგინა. მიღებული ხმები კი ასე გადანაწილდა.

ქართული ოცნება – 65.62 %, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 9.97 % და ევროპული საქართველო – 19.5 %.

ასპინძაში ამომრჩეველთა აქტივობამ 69.37 % შეადგინა. მიღებული ხმები კი ასე გადანაწილდა.

ქართული ოცნება – 59.19 %, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 7.67 % და ევროპული საქართველო – 12.25 %.

ადიგენში ამომრჩეველთა აქტივობამ 65.52 % შეადგინა. მიღებული ხმები კი ასე გადანაწილდა.

ქართული ოცნება – 59.57 %, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 6.91 % და ევროპული საქართველო – 20.95 %.

ახალქალაქში ამომრჩეველთა აქტივობამ 52.23 % შეადგინა. მიღებული ხმები კი ასე გადანაწილდა.

ქართული ოცნება – 61.33 %, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 1.38 % და ევროპული საქართველო – 4.2 %.

ნინოწმინდაში ამომრჩეველთა აქტივობამ 55.3 % შეადგინა. მიღებული ხმები კი ასე გადანაწილდა.

ქართული ოცნება – 79.68 %, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 1.52 % და ევროპული საქართველო – 5.88 %.



2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა

გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქებში შედეგები ასე გამოიყურება:


1. ბორჯომის, ასპინძისა და ნაწილობრივ ახალქალაქის ოლქში, სადაც მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით სამი ძირითადი კანდიდატია გამოკვეთილი – გედევან ფოფხაძე ,,ქართული ოცნებიდან" 51. 13 %–ით და ტარიელ ლონდარიძე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" 21.51 %–ით და დამოუკიდებელი კანდიდატი, ასპინძის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი ლევან ცაბაძე.  

ამომრჩეველთა აქტივობამ 43.1 % შეადგინა.

2. ახალციხე –ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში მმართველი პარტიიდან გიორგი კოპაძე და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ვაჟა ჩიტაშვილი, პირველ ტურში მიღებული ხმები ასე გადანაწილდა. 39.65 ქართული ოცნების კანდიდატს, ხოლო 44.07 % ოპოზიციას.

მეორე ტურში ვითარება რადიკალურად შეიცვალა. ცესკოს მონაცემებით, 69.83 % გიორგი კოპაძემ მიიღო, ხოლო ვაჟა ჩიტაშვილს 30.17 % ხვდა წილად. ამომრჩევლის აქტივობამ პირველ ტურში 46.9 % შეადგინა, ხოლო მეორე ტურში – 56.27 %.

ამომრჩეველთა აქტივობამ პირველ ტურში 46.9 %, ხოლომეორე ტურში 56. 27 % შეადგინა.

3. ახალქალაქისა და ნინოწმინდის ოლქში, სადაც მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით ორი ძირითადი კანდიდატია გამოკვეთილი – ენზელ მკოიანი ,,ქართული ოცნებიდან" 63.71 %–ით და არსენ კარაპეტიანი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" 16.92 %–ით.

ამომრჩეველთა აქტივობამ 46.9 % შეადგინა.
| Print |