არჩევნები
ახალციხეში არჩევნების შემაჯამებელი ოქმი შეადგინეს
#36 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიამ, პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტურის შედეგები შეაჯამა.
სხდომას კომისიის 12-ვე წევრი ესწრებოდა. დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთ საკითხზე იმსჯელეს. კომისიამ 35 უბნიდან შემოსული შემაჯამებელი ოქმების მონაცემები შეკრიბა.

საბოლოო მონაცემების მიხედვით, ახალციხის მუნიციპალიტეტში უბნებზე 31 100 ამომრჩეველი მივიდა. 3 780 ხმა დავით ბაქრაძემ, 5 249 გრიგოლ ვაშაძემ, 8 449 კი სალომე ზურაბიშვილმა მიიღო. სულ 537 ბიულეტენი გაბათილდა.

არც ერთი საუბნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის შედეგს არ დაეთანხმა საოლქო კომისიის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. მაია ბერიძის თქმით, მმართველმა პარტიამ მოცემული შედეგი დაშინებით და მოსყიდვით მიიღო.

„ეს არ იყო თავისუფალი ნება, ეს იყო იძულებით გაკეთებული არჩევანი“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა. მაია ბერიძის პროტესტს სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ოლქის კომისიის წევრი ითხოვდა, რომ მისი პრეტენზია ცესკოში წარსადგენ შემაჯამებელ ოქმს დართვოდა. საბოლოოდ განცხადება მხოლოდ სხდომის ოქმს დაურთეს.

| Print |