არჩევნები
საძელში ამომრჩეველმა ბიულეტენი კაბინის გარეთ შემოხაზა
საძელის #19 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი კაბინაში არ შევიდა და ბიულეტენი კომისიის წევრების თვალწინ შემოხაზა.

დამკვირვებლების თქმით, ამომრჩეველმა თქვა, რომ კაბინაში არასდროს შედის და ხმას ყოველთვის საჯაროდ აძლევს. ამით ხმის მიცემის ღიაობის პრინციპი დაირღვა.

უბანზე არც ერთი საჩივარი არ დაწერილა.

„ევროპული საქართველოს“ წევრები ამბობენ, რომ უბანზე დაძაბულ ფონს რამდენიმე პირი დილიდან ქმნის.
| Print |
თეგები: საძელი /