არჩევნები
ამომრჩეველთა სამაგიდო სიები #32 უბნის გარეთ
ახალციხის #32 საარჩევნო უბნის გარეთ, მოქალაქეებს ამომრჩეველთა სამაგიდო სიები აქვთ.
ტელეკომპანია „მე-9 არხის“ ვიდეოკამერამ დააფიქსირა წითელ მიკროავტობუსში მხსდომი პირები, რომლებსაც ამომრჩეველთა მონაცემები აქვთ. სიებში მოქალაქეების პირადი ინფორმაცია და ფოტოებია შეტანილი. სამაგიდო სიების საარჩევნო უბნიდან გამოტანა აკრძალულია.

მოქალაქეები ამბობენ, რომ ამომრჩევლები არიან და მეზობლებთან ერთად უბანზე ხმის მისაცემად მივიდნენ.

უბნის თავმჯდომარე ვეფხია დიაკონაშვილი ამბობს, რომ სია გარეთ არავის გაუტანია.

საოლქო საარჩევნო კომისიაში ინფორმაცია არ აქვთ. თავმჯდომარის თქმით, უბნებს სამაგიდო სიები გუშინ, 27 ნოემბერს ბიულეტენებტან ერთად დაურიგდათ.

| Print |