არჩევნები
ამომრჩეველთა აქტივობით ასპინძა მეორე ადგილზეა
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობის მხრივ, საქართველოს მასშტაბით ასპინძის ოლქი მეორე ადგილზეა.
ხმის მისაცემად უბნებზე ამომრჩეველთა 67.76% მივიდა. ასპინძის #39 ოლქი ამ მონაცემებით მხოლოდ ქედას ჩამოუვარდება, სადაც მოქალაქეობრივი ვალი ამომრჩეველთა 72.72% მოიხადა.

რეგიონის სხვა ოლქებში ამომრჩეველთა აქტივობა კი ასეთია:

  • ბორჯომი - 57.34%
  • ახალციხე - 61.7%
  • ადიგენი - 67.34%
  • ასპინძა - 67.76%
  • ახალქალაქი - 52.07%
  • ნინოწმინდა - 57.22%
| Print |