არჩევნები
„თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზამ“ სამცხის მაჟორიტარი წარადგინა

 

ახალციხე-ასპინძა-ბორჯომი-ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობისთვის „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზის“ სახელით, ზურაბ ხუციშვილი იბრძოლებს. კანდიდატი ახალციხელ ამომრჩეველს პოლიტიკური მოძრაობის თავმჯდომარემ გააცნო. წარდგენა ქალაქის ცენტრალურ პარკში, სიმბოლურად 9 აპრილის მემორიალთან გაიმართა.

მალხაზ გორგასლიძის განცხადებით, საარჩევნო კამპანიაში ჩაბმით პარტიამ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა დაიწყო.

ზურაბ ხუციშვილი მესხ ამომრჩეველს პარლამენტში მათი უფლებების დაცვას დაპირდა. პარტიის მთავარი მიზანი კი ქვეყნის გაერთიანება და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაა.

 


| Print |