არჩევნები
"ლელოსა" და "ტრიბუნას" კანდიდატებმა რეგიონის სპეციფიკაზე იმსჯელეს
ახალციხის მედიაცენტრში "ლელოსა" და "ტრიბუნას" სამცხის ოლქის კანდიდატები მოქალაქეებსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრებს შეხვდნენ. მათ ის ძირითადი პრობლემები განიხილეს, რაც რეგიონსა და ზოგადად ქვეყანას აწუხებს. ისაუბრეს ტურიზმის განვითარებაზე, განათლების დონის გაუმჯობესებაზე, ეკონომიკასა და საბანკო საკითხებზე.

ერთ-ერთი თემა, რაზეც პარტიების საარჩევნო ბუკლეტებში ყურადღება არ არის გამახვილებული, ეთნიკური უმცირესობების პრობლემებია. ამასთან დაკავშირებით კითხვა აუდიტორიიდან დაისვა, რასაც მცირე კამათი მოჰყვა. კანდიდატების თქმით, საყურადღებოა მათი განათლების ხარისხი და ენობრივი ბარიერი, რაზეც სამომავლოდ იმუშავებენ.

შეხვედრის მიმდინარეობისას "აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის" წარმომადგენლები ონლაინრეჟიმში ჩაერთნენ და კანდიდატებთან რეგიონის სპეციფიკა და პარტიების კვლევის შედეგები განიხილეს.

| Print |