არჩევნები
"მერაბიშვილის გაკეთებული შტაბები მე არ მინახავს" - ოპოზიცია "ოცნებას" ეხმაურება
რადიკალური ოპოზიცია შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს - ამის შესახებ „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის ამგვარი მცდელობა წარუმატებლობისთვისაა განწირული. მმართველი პარტიის ამ განცხადებას ახალციხეში გამოეხმაურნენ. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მთავრობას მათი ბრალდების დამადასტურებელ ფაქტებს სთხოვენ. ოპოზიციონერების თქმით, ისინი ხეისუფლებაში მოსვლას მხოლოდ არჩევნების გზით აპირებენ.

| Print |