არჩევნები
მერებმა დამირეკეს, რესტორანში ხომ არ გვევახშმაო, იქვე ისხდნენ სკოლის დირექტორები - "ოცნების" კანდიდატი
ახალციხის რესტორან „ემიგრანტში“ რეგიონისა და მუნიციპალიტეტების პირველმა პირებმა, “ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა და საჯარო სკოლების დირექტორებმა ერთად ივახშმეს. მმართველი პარტიის კანდიდატი ანტონ ობოლაშვილი ამბობს, რომ პედაგოგები მას არ დაუპატიჟია და რესტორანში მათი ყოფნის შესახებ არაფერი იცოდა.

ბორჯომის სკოლის დირექტორების თქმით, ისინი ახალციხეში, მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ, უკან დაბრუნებისას კი სადილობა სწორედ ამ რესტორანში გადაწყვიტეს.

ოპოზიცია ამბობს, რომ კანდიდატი, წინასაარჩევნოდ პედაგოგების რესტორანში დაპატიჟებით, მასწავლებლებზე გავლენის მოხდენას ცდილობს.

| Print |