არჩევნები
ცესკომ იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების სიები დაამტკიცა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების სპეციალური სიები დაამტკიცა. გადასატანი ყუთის მეშვეობით, 31 ოქტომბრის არჩევნებში სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი 10 845 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას.

ცესკოს განკარგულებით დამტკიცებული ამომრჩეველთა სპეციალური სიების მიხედვით თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩეველთა რაოდენობა 3 695-ს შეადგენს, ხოლო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინე სივრცეებში მყოფი ამომრჩევლების რაოდენობა 7 150-ია.
| Print |