არჩევნები
საპარლამენტო არჩევნებისთვის უბნების მზადება დასრულდა
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის უბნების მზადება დასრულდა. კომისიის წევრებმა ააწყვეს კაბინები, დაალაგეს ინვენტარი. საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამზადისი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცემული რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება კაბინები და საარჩევნო ინვენტარი. უბნებს გადაეცათ დალუქული ბიულეტენები, რომელსაც თავმჯდომარე კენჭისყრის დღეს გახსნის.

ახალციხის მე-5 უბანზე ამბობენ, რომ ამომრჩევლის მისაღებად მზად არიან. აქ დარეგისტრირებულია 1136 პირი, გადასატანი ყუთით ხმას 17 ამომრჩეველი მისცემს.


| Print |