არჩევნები
ოპოზიციური პარტიების წევრები და მხარდამჭერები პარლამენტთან აქციას მართავენ
ოპოზიციური პარტიების წევრები და მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ აქციას მართავენ.

პარლამენტის წინ მისული ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებით, არჩევნები გაყალბებული და არალეგიტიმურია.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ საქართველოს პარლამენტთან გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები მოიპარა. უგულავამ მომავალ კვირას 15:00 საათზე გრანდიოზული აქცია დააანონსა.
| Print |