არჩევნები
სამცხე-ჯავახეთის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა დაიწყო
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო, საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა. საარჩევნო უბნები ზუსტად 08:00 სთ-ზე გაიხსნა. ახალციხის #1-ელ უბანში ამომრჩეველი 08:02 სთ-ზე მივიდა.

ახალციხელმა ამომრჩევლებმა განაცხადეს, რომ ხმა ქვეყანაში მშვიდობას და ბედნიერ მომავალს მისცეს.ზუსტად 8:00 საათზე მივიდა ამომრჩეველი ახალქალაქის N3 უბანზე. მხითარ რსტაკიანმა ხმა საქართველოს თავისუფლებას და მშვიდობას მისცა.

სამცხე–ჯავახეთის ექვს მუნიციპალიტეტში 219 საარჩევნო უბანია.

რეგიონში მერობისთვის 18 კანდიდატი იბრძვის. არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად მოქმედებს 40%-იანი ბარიერი.
| Print |