არჩევნები
ქვეყნის მასშტაბით უბნების 10% ხელახლა გადაითვლება
თითოეულ საარჩევნო ოლქში წილისყრით გამოვლენილი 5 უბნის შედეგი ხელახლა გადაითვლება, რაც ქვეყნის მასშტაბით უბნების 10%-ია.

ეს არის სიახლე, რაზეც გადაწყვეტილება საარჩევნო რეფორმის ფარგლებში მიიღეს.

კერძოდ კი, საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებული იქნება, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-6 დღისა, საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებიდან, შემთხვევითი შერჩევით 5 საარჩევნო უბანი გამოავლინოს, ამ საარჩევნო უბნების საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული პაკეტები გახსნას და საარჩევნო ბიულეტენები ხელახლა დათვალოს.

საარჩევნო უბნების შემთხვევითი შერჩევისას, არ გაითვალისწინება ის უბნები, სადაც განთავსებულია საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონული მთვლელი.
| Print |