არჩევნები
ავირჩიე საქართველოს მომავალი ევროპაში - ზურაბ სადათიერაშვილი
2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ,,ევროპული საქართველო" მერობის კანდიდატმა ახალციხეში. ზურაბ სადათიერაშვილი ახალციხის #28-ე საარჩევნო უბანზე 10:30 სთ-ზე შვილთან ერთად მივიდა. ამბობს, რომ ხმა საქართველოს ევროპულ მომავალს მისცა.

,,უკეთესი საქართველოს მოლოდინი მაქვს. ხმა მივეცი საქართველოს მომავალს ევროპაში. დიახ, მიხეილ სააკაშვილი უნდა ჩამოსულიყო ქვეყანაში, ის პოლიტიკური დევნილია. რაც შეეხება შემდეგ ნაბიჯებს, გააჩნია როგოორ განვითარდება მოვლენები, შეერთების შესახებ გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ" - განუცხადა მეცხრე არხს ზურაბ სადათიერაშვილმა.

| Print |