არჩევნები
„რძე ვიყიდე“ - დამკვირვებლები ამბობენ, რომ ამომრჩეველს ფულს ურიგებენ
ახალციხის მეექვსე საარჩევნო უბანზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი დააფიქსირეს. მათი თქმით, მმართველი პარტიის აგიტატორმა, რომელიც უბნის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, ამომრჩეველს 20 ლარი მისცა.

ქალი, რომელსაც ამომრჩევლის მოსყიდვას ედავებიან ამბობს, რომ რძე იყიდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ის გააფრთხილეს, რომ უბნის ტერიტორია დატოვოს.

| Print |