არჩევნები
საარჩევნო ადმინისტრაციის შეხვედრა ამომრჩეველთან
#37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში, ამომრჩეველთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მოქალაქეებს 2016 წლის საპარლამენტო და შუალედური არჩევნების ანგარიში წარუდგინეს. საუბარი შეეხო 2017 წლის ოქტომბერში დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსაც.

საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა, მოსახლეობას დაგეგმილ სიახლეებზე მიაწოდეს ინფორმაცია.

ამომრჩეველთა კითხვები საარჩევნო პროცედურებს, ადმინისტრაციის საქმიანობას, კანდიდატებისა და წარმომადგენლების რეგისტრაციას ეხებოდა.

საარჩევნო ადმინისტრაცია, მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, გასვლით შეხვედრებსაც მართავს.

| Print |