ნაოხრების საარჩევნო უბანზე, ხმის მიცემის პროცესი, ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
ევროპული საქართველოს წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებლები ამბობენ, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერები მათ ავიწროვებენ. ახალციხის საკრებულოს წევრი ტიგრან მელქონიანი კი საარჩევნო უბანზე აგიტაციას ატარებს.
საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე შეკრებილი მოსახლეობა, მედიის გამოჩენამ გააღიზიანა. რამდენიმე მამაკაცი ჟურნალისტებს შენობის დატოვებას სთხოვდა. საკრებულოს წევრი "მე–9 არხის" ოპერატორს გადაღების საშუალებას არ აძლევდა.
მელქონიანი ამბობს, რომ მათ სოფელში მმართველმა პარტიამ უნდა გაიმარჯვოს.
შემთხვევის შესახებ შენიშვნა დაწერა დამკვირვებელმა. მასში აღნიშნულია, რომ საარჩევნო უბანზე "ქართული ოცნების" აგიტაციას აწარმოებდნენ.
სიტუაციის გასარკვევად უბანზე მივიდნენ "ქართული ოცნებისა" და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.