ეკონომიკა
ბაკურიანის და გუდაურის მომზადების დონით პრემიერი უკმაყოფილოა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ იგი ბოლო გაფრთხილებას აძლევს შესაბამის პირებს ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად.


„ჩვენ არ ვართ კმაყოფილი იმ მზადყოფნით, რაც გვქონდა ჩვენ კურორტებზე ზაფხულში. არ ვართ კმაყოფილი ბაკურიანის და გუდაურის მომზადების დონით, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ზამთარში. ამასთან ერთად, კარგად გვესმის და გვახარებს, რომ ტურისტების რაოდენობა იზრდება მკვეთრად, მაგრამ ეს არ არის არგუმენტი იმისთვის, რომ კურორტები არ იყოს მზად ნაკადის მისაღებად. აქედან გამომდინარე, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ფიზიკურად არის ჩართული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და მზადყოფნის ხარისხის უზრუნველყოფაში, მათთვის ბოლო გაფრთხილებაა“, - განაცხადა ბახტაძემ.



| Print |