ეკონომიკა
ლარის კურსი უფასურდება
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6165 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6165 ლარი შეადგინა.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5783 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0382 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0323ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9944 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0379 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
| Print |