ეკონომიკა
ვინ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს
სახელმწიფო აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატებისთვის შეწირულმა თანხებმა ჯამში 748 661.25 ლარი შეადგინა.

მონაცემები 1–ლი აგვისტოდან 13 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, თანხა 11–მა პოლიტიკურმა პარტიამ და კანდიდატმა მიიღო.

მათგან ლიდერი ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა 343 476.25 ლარით;

მეორე ადგილზეა ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის – 285 141 ლარით;

მესამე ადგილზე – სალომე ზურაბიშვილი 101 701 ლარით,

ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი – 8743 ლარი,

თავისუფალი დემოკრატები – დავით უსუფაშვილი – 4 800 ლარი,

ერთიანი სამოქალაქო პლატფორმა – გიორგი ვაშაძე – 2000 ლარი,

თავისუფალი საქართველო – კახა კუკავა – 1800 ლარი,

ეროვნული ფორუმი – 350 ლარი,

კახაბერ ჭიჭინაძე – 200 ლარი და

ერთიანი კომუნისტური პარტია – 50 ლარი.


ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ყველაზე მსხვილი შემომწირველები ირაკლი და დავით კირკიტაძეები არიან 60 –60 ათასი ლარით, ნიკანორ მელია – 30 ათასი ლარით, ნიკოლოზ ვაჩეიშვილი – 15 ათასი ლარით და პეტრე ცისკარიშვილი 10 ათასი ლარით.

ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის ყველაზე დიდი თანხა აკაკი კილასონიამ 54 999 ლარი გაიღო, ბექა პაატაშვილი 25 000 და გიორგი გარსევანიშვილმა და გიორგი ტყებუჩავამ 20 –20 ათასი ლარი გაიღეს.

კანდიდატ სალომე ზურაბიშვილისთვის ყველაზე მეტი თანხა თავად სალომე ზურაბიშვილმა გაიღო და ჯამში 40 ათასი ლარი შეადგინა.

ყველაზე მცირე თანხა ერთიან კომუნისტურ პარტიას აქვს, მათ ჯამში სამი შეწირულობით 50 ლარი უფიქსირდებათ.
| Print |