ეკონომიკა
სებ–ის პრეზიდენტი: ,,შეუძლებელია იმის გარკვევა, რამ გამოიწვია კურის გაუფასურება ან გამყარება"
შეუძლებელია იმის გარკვევა რამ გამოიწვია კურსის ან გაუფასურება ან გამყარება – ეს განცხადება, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გააკეთა.
ბოლო პერიოდში, ლარის კურსის გაუფასურების ფაქტს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ეხმაურება. კობა გვენეტაძის განცხადებით,

“საქართველოში ჩვენ გვაქვს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რომლისთვისაც მოკლე ვადიან პერიოდში დამახასიათებელი არის რყევები. შეუძლებელია იმის გარკვევა რამ გამოიწვია კურსის ან გაუფასურება ან გამყარება. მცურავი გაცვლითი რეჟიმი არის ყველაზე კარგი საშუალება რათა ნებისმიერი შოკი, რომელიც შეიძლება მოხდეს ეკონომიკამ შეიწოვოს".

კობა გვენეტაძის შეფასებით, ლარის კურსის ვარდნას გავლენა არ აქვს ფასების მატებაზე.

“ეროვნულ ბანკს არ გააჩნია რაიმე ნიშნული, მაჩვენებელი გაცვლითი კურსის. ჩვენი მთავარი საზრუნავი ეს არის ინფლაცია და აი ეს არის აქ გაცილებით მნიშვნელოვანი. ინფლაცია საქართველოში არის ძალიან დაბალი. დღესდღეობით რაც გვაქვს ეს არის მიზნობრივ მაჩვენებელზე ქვემოთ. ბოლო ინფორმაციით, როგორც მოგეხსენებათ წლიური ინფლაცია 2,7% და ჩვენ გვაქვს ყველა ბერკეტები იმისათვის, რომ ინფლაცია ვაკონტროლოთ და დაბალ დონეზე შევინარჩუნოთ,“ – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
| Print |