ეკონომიკა
ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა დღეს ახალქალაქში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

გამოძიებით დგინდება, რომ 30 ოქტომბერს ქ. ახალქალაქში თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე პოლიტიკური პარტია “ნაციონალური მოძრაობის” შტაბთან მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც სხეულის დაზიანება მიიღეს “ნაციონალური მოძრაობის” შტაბის წევრებმა.

სამართალდამცველების მიერ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს.
| Print |