ეკონომიკა
ახალციხეს ოფიციალური ვიზიტით არტაანის გუბერნატორი ესტუმრა
არტაანის გუბერნატორი ოფიციალური ვიზიტით სამცხე-ჯავახეთში იმყოფება.

მეჰმეთ ემინ ბილმეზი ახალციხეში, სამხარეო ადმინისტრაციაში სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს შეხვდა. მოსაზღვრე რეგიონის პორველმა პირებმა სავაჭრო-ეკონომიკური, ტურისტული და კულტურული კავშირების განვითარებაზე ისაუბრეს.

შეხედრაზე გაჩნდა იდეა, რომ რეგიონში ბიზნეს-ფორუმი ჩატარდეს.

“ჩემს გუბერნიაში შედის სამი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, რომელიც თურქეთს საქართველოსთან აქვს. ამიტომ აუცილებელია, რეგიონის ხელმძღვანელებს ჰქონდეთ პირადი ურთიერთობები, რათა პრობლემის წამოჭრის შემთხვევაში ადვილად გადავწყვიტოთ” – განაცხადა მეჰმეთ ემინ ბილმეზმა.

„ორ რეგიონს შორის, სავაჭრო ურთიერთობების გაღმავებასში, ხელისუფლებას აქვს ფუნქცია, რომ ბიზნესსტრუქტურების ერთმანეთთან დაახლოვება გააადვილოს“ - განაცხადა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელმა.

თურქეთის ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში ფოსოფის გამგებელი, მერი, არტაანის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე და საქართველოს კონსულის თანაშემწე შედიან.

| Print |