ეკონომიკა
სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარი 2,75 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7383 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7383 ლარი შეადგინა.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7251 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0132 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1162 ლარია. მაშინ, როცა მოქმედი კურსი 3.1194 ლარს შეადგენდა.

შესაბამისად, ევროს ცვლილებამ - 0.0132 ლარი შეადგინა.

სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ღირებულება უკვე 2 ლარსა და 75 თეთრს აღწევს.

მთავრობა ვალუტის გამყარებას უახლოეს დღეებში პროგნოზირებდა, თუმცა ლარი კიდევ უფრო გაუფასურდა.
| Print |