ეკონომიკა
სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია ჩამოყალიბდა
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და USAID/Zrda-ს ინიციატივით, სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) დაფუძნდა.

ოფიციალური ცერემონია ახალციხის ციხეზე გაიმართა და მას აშშ–ს მთავრობის მისიის უფროსის მოადგილე ელიზაბედ რუდი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი ესწრებოდნენ.

DMO-ს მიზანია სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ტურიზმის განვითარების მოდელის შექმნის ხელშეწყობა და მისი პოპულარიზაცია. გამოწვევების განსაზღვა და პრიორიტეტების დადგენა, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის პოპულარიზაციას და მის უკეთ წარმოჩენას, სამცხე-ჯავახეთში ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების ხელშეწყობას.

| Print |