ეკონომიკა
რუბლის კურსი დოლართან მიმართებით რეკორდულად დაეცა
იმის ფონზე, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია იზრდება, რუსული რუბლი დოლართან მიმართებაში საგრძნობლად დაეცა.

ერთი აშშ დოლარი ამჟამად 132.50 რუბლი ღირს.

უკრაინასთან საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, რუსულმა რუბლმა დოლართან მიმართებაში ღირებულების 90% დაკარგა.

რუბლი მას შემდეგ დაეცა, რაც დასავლეთმა მკაცრი ეკონომიკური სანქციები შემოიღო. რუსეთის მთავრობამ კი კაპიტალის კონტროლი დააწესა, რათა რუსეთიდან ფულის გადინება შეაჩეროს.
| Print |