ეკონომიკა
ახალციხეში ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ახალციხეში ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. აღნიშნული შეხვედრა ნაწილია იმ ქსელური შეხვედრების, რომლებიც ადგილობრივი ბიზნესის მოტივირებისთვის ტარდება.

ინიციატივა არის ნაწილი "USAID Industry-led Skills Development Program" -ის, რომელიც საქართველოში მხარს უჭერს ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად პროფესიული უნარების საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას და ხელმისაწვდომობას, რაც საბოლოო ჯამში ერთის მხრივ ხელს უწყობს ადგილობრივთა დასაქმებას და მეორეს მხრივ ხელს უწყობს ბიზნესის ხელმისაწვდომობის ზრდას კვალიფიციურ კადრებზე.

საპილოტე ინიციატივა - რეგიონული ქსელური შეხვედრები მიზნად ისახავს:
  • ტრენინგების მიმწოდებლებსა და დამსაქმებლებს შორის პარტნიორობის განვითარება, რათა უზრუნველყოს სამუშაო  ძალის ხარისხი და შესაბამისობა შრომის ბაზრის მოთხოვნებთან;
  • საერთაშორისო სერტიფიცირებულ განათლების პროვაიდერებთან ან დამსაქმებლებთან პარტნიორობის განვითარება კვალიფიკაციის ან სხვა სასწავლო პრაქტიკის ინტერნაციონალიზაციის მიზნით;
  • დამსაქმებლების, ბიზნეს ასოციაციების, ინდუსტრიის ჯგუფებისა და სხვა კერძო სექტორის ორგანოების წახალისება საგანმანათლებლო მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად, მათ შორის ადამიანური, ინსტიტუციური ან პროგრამული შესაძლებლობების ჩათვლით;
  • დამსაქმებლის მონაწილეობის გაზრდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობების ხელშეწყობაში.
| Print |