ეკონომიკა
საქართველოში კიტრის იმპორტი გაიზარდა - რა ფასად ვყიდულობთ პროდუქტს
2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ 3 564 460 აშშ დოლარის, 9 144 ტონა კიტრი იყიდა, ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის ერთი მლნ დოლარით მეტია. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანაში 2 786 460 დოლარის 8 444 ტონა კიტრი შემოვიდა. შესაბამისად გამოდის, რომ თუ შარშან ერთი კილოგრამი კიტრის იმპორტი საქართველოს საშუალოდ 32 ცენტი დაუჯდა, წელს ეს ფასი 39 ცენტამდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ როგორც შარშან, ასევე წელსაც, კიტრის იმპორტი ყველაზე დიდი რაოდენობით თურქეთიდან განხორცილდა. უფრო კონკრეტულად, 2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ თურქეთში 3 191 790 აშშ დოლარის 8 182 ტონა კიტრი იყიდა. მეორე ადგილზეა ირანი (356 600 დოლარის 920 ტონა) და სომხეთი (10 580 დოლარის 26 ტონა).

რაც შეეხება 2022 მთლიან წელს, შარშან 12 თვეში საქართველომ 4 060 800 დოლარის ღირებულების 11 875 ტონა კიტრი იყიდა. მთავარი იმპორტიორი თურქეთი იყო, რომელზეც შესყიდვის დაახლოებით 86% მოდის (3 487190 დოლარის ღირებულების 10 133 ტონა), დანარჩენი მოცულობის იმპორტი კი ირანიდან განხორციელდა (573 620 დოლარის ღირებულების 1 741 ტონა).
| Print |