ეკონომიკა
ქართული თაფლი იმპორტს ანაცვლებს - სად ვყიდით და ვყიდულობთ პროდუქტს
საქართველოში თაფლის იმპორტი მნიშვნელოვნად მცირდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას ფაქტობრივად, ადგილობრივი პროდუქცია ანაცვლებს. მცირედით, მაგრამ მაინც იკლებს ექსპორტიც, კერძოდ, 2023 წლის 9 თვეში საქართველომ 686.6 ათასი აშშ დოლარის 95.9 ტონა თაფლი გაყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 705.05 ათასი დოლარის 165.4 ტონა.

რაც შეეხება ისევ იმპორტს, ადგილობრივი პროდუქცია, ფაქტობრივად, სრულად ანაცვლებს უცხოურს. წელს, 9 თვეში საქართველომ მხოლოდ 28.7 ათასი აშშ დოლარის 4.9 ტონა თაფლი იყიდა, გასული წლის იგივე პერიოდში კი, 75.9 ათასი აშშ დოლარის 30.7 ტონა. იმპორტის კუთხით, საქართველოში რეკორდული წელი 2017 იყო, როცა იანვარ-სექტემბერში ქვეყანამ 106.3 ათასი აშშ დოლარის 43.1 ტონა თაფლი შეიძინა. საექსპორტო მაქსიმუმი კი, 2022 წელს დაფიქსირდა 705 ათასი აშშ დოლარის 165.4 ტონა ნატურალური თაფლი.

გთავაზობთ ქვეყნების ჩამონათვალს სადაც საქართველო თაფლს ყიდის და ყიდულობს.

2023 წლის ტოპ-5 საექსპორტო ბაზარი:

  • საფრანგეთი - 235.08 ათასი აშშ დოლარის 41.4 ტონა
  • ჩეხეთი - 126.1 ათასი აშშ დოლარის 6.02 ტონა
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 87.7 ათასი აშშ დოლარის 9.5 ტონა
  • ბულგარეთი - 69.9 ათასი აშშ დოლარის 21.9 ტონა
  • ლიბანი - 51.4 ათასი აშშ დოლარის 3.7 ტონა
2023 წლის ტოპ-5 იმპორტიორი ქვეყანა:

  • უკრაინა - 8.5 ათასი აშშ დოლარის 2.9 ტონა
  • საფრანგეთი - 7.9 ათასი აშშ დოლარის 0.71 ტონა
  • იტალია - 5.6 ათასი აშშ დოლარის 0.53 ტონა
  • ახალი ზელანდია - 2.7 ათასი აშშ დოლარის 0.02 ტონა
  • ესპანეთი - 2.6 ათასი აშშ დოლარის 0.60 ტონა
ცნობისთვის, თაფლის ექსპორტის შემცირების მიზეზებზე მეფუტკრეთა ასოციაციის თავმჯდომარე ალეკო პაპავა ზაფხულში საუბრობდა. პაპავას თქმით, შემცირების მიზეზი ქართულ ბაზარზე ევროკავშირის სტანდარტების თაფლის დეფიციტია. შესაბამისი ხარისხის ქართულ თაფლზე მოთხოვნა კი, მიწოდების შესაძლებლობას აღემატება. მისი თქმით, ქვეყანაში პროდუქტი ნამდვილად ჭარბად არით, თუმცა არა საექსპორტო ხარისხის.
| Print |