ეკონომიკა
ოქროს ფასმა ისტორიულ ნიშნულს მიაღწია - რამ გამოიწვია აქტივის გაძვირება?
4 დეკემბერს, ოქროს ფასმა ახალ რეკორდს მიაღწია. ორშაბათს, აზიურ ბირჟებზე ვაჭრობის შედეგად, ერთი უნცია ოქროს ფასი 2 135 დოლარს გაუტოლდა. ინფორმაციას Yahoo News-ი ავრცელებს.

ოქროს ფასის ზრდა გამოწვეულია ინფლაციის შემცირებით და შემდგომი შესაძლო სპეკულაციებით. ღირებულების ამგვარი ტემპებით აწევა ასევე დააჩქარა ისრაელი-პალესტინის ომის დაწყებამ, ვინაიდან ინვესტორებმა და ტრეიდერებმა მასობრივად დაიწყეს ოქროს შესყიდვა, რადგან დოლარი დასუსტდა, ადამიანებს სანდო აქტივად კი ოქრო ევლინებათ.

ცნობების თანახმად, არსებობს იმის მოლოდინები, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა შეამცირებს საპროცენტო განაკვეთს. ასევე აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას, აშშ-ის სარეზერვო სისტემის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა განაცხადა, რომ იგი არ გეგმავს საბაზისო საპროცენტო განაკვეთის გაზრდას.

მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისიდან ოქრო ძვირდება და მასზე ფასი ამ დრომდე 16 პროცენტითაა გაზრდილი.
| Print |