ეკონომიკა
ქართული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტი იზრდება
საქართველოში მოპოვებული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტი იზრდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს 10 თვეში ქვეყნიდან 15,542 მლნ აშშ დოლარის ადგილობრივი ნავთობი და ნავთობპროდუქტები გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 10,831 მლნ აშშ დოლარის, ხოლო 2021 წლის 10 თვეში - 6,649 მლნ აშშ დოლარის.

ამასთან, წელს ყველაზე მეტი ქართული ნავთობი და ნავთობპროდუქტები გავიდა საბერძნეთში, შვეიცარიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

უფრო კონკრეტულად:

  • საბერძნეთი - 6,986 მლნ აშშ დოლარი
  • შვეიცარია - 4,117 მლნ აშშ დოლარი
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 2,545 მლნ აშშ დოლარი
  • სომხეთი - 913.6 ათასი აშშ დოლარი
  • თურქეთი - 200.7 ათასი აშშ დოლარი
  • უზბეკეთი - 196.4 ათასი აშშ დოლარი
  • უკრაინა - 178.3 ათასი აშშ დოლარი
  • აზერბაიჯანი - 158.9 ათასი აშშ დოლარი
  • ლიბია - 76.9 ათასი აშშ დოლარი
გარდა ამისა, მცირე რაოდენობებით ექსპორტი განხორციელდა: იემენში, ლიეტუვაში, ერაყში, პოლონეთში, ყაზახეთში, ნიდერლანდებში, ლიბანში, სერბეთსა და ჩეხეთში.
| Print |