ეკონომიკა
საქმიანობები, სადაც ყველაზე მაღალი და დაბალი ხელფასებია საქართველოში
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის მე-3 კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი წლიურად 16.3%-ით გაიზარდა და 1 855 ლარი შეადგინა.

სექტორულ ჭრილში, 2023 წლის მე-3 კვარტალში, საქართველოში ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასი შემდეგ დარგებში ფიქსირდება:

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია - 3 958 ლარი;
  • მშენებლობა - 3 033 ლარი;
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 2 807 ლარი;
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 2 616 ლარი;
  • სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება - 2 099 ლარი.
ამასთან, ყველაზე დაბალი ხელფასები დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • განათლების - 1 039 ლარი;
  • წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები - 1 149 ლარი;
  • სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 1 150 ლარი;
  • განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები - 1 413 ლარი;
  • ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - 1 435 ლარი.
| Print |