ეკონომიკა
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6728 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6753 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0025 ლარი შეადგინა.

1 000 სომხური დრამი 6.78-ია, 100 რუსულ რუბლს 2.83 შეიძენთ, ერთი თურქული ლირას ღირებულება კი, 0.082 -ია.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8532 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8473 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0059 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
| Print |
თეგები: კურსი / ლარი /