ეკონომიკა
რეფინანსირების განაკვეთი გაიზარდა
რეფინანსირების განაკვეთის ზრდის გამო, ლარში აღებული, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხის პროცენტი 35 000- ზე მეტ ადამიანს გაუძვირდება,

- ამის შესახებ "საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელმა ,,მეცხრე არხს" განუცხადა.

"საქართველოს ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს 0.25%-ით ზრდის. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი დღეიდან 7.25%-ს შეადგენს. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა გამოიწვევს იმ სესხებზე პროცენტის ზრდას, რომელიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული", - აცხადებს გიორგი კეპულაძე.

"რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის მოლოდინი არ იყო, თუმცა არც მოულოდნელობა არ იყო, იმიტომ, რომ ეროვნული ბანკი, როგორც წესი, გაცვლით კურსს არ უყურებს. ის უყურებს ინფლაციის მაჩვენებელს. ინფლაციის მაჩვენებელი კი, წელს მიზნობრივზე მაღალია. მე ვფიქრობ, რომ რეფინანსირების განაკვეთის ზრდის განსაკუთრებული აუცილებლობა ამ ეტაპზე არ იყო "- განაცხადა გიორგი კეპულაძემ
| Print |