ეკონომიკა
სამცხე-ჯავახეთის ხუთ მუნიციპალიტეტში დენი გაითიშება
„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 თებერვალს, 12:00-დან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 261 აბონენტს ასპინძის რაიონის სოფლებში თმოგვი, მირაშხანი, ფია, ყარაბულაღი, ფანაქეთი და მიმდებარე სოფლებში.

12:00-დან 13:00 საათამდე 5 436 აბონენტს ახალქალაქში და მიმდებარე ტერიტორიაზე.

12:00-დან 16:00 საათამდე 289 აბონენტს ბორჯომის რაიონის სოფლებში სადგერი, დაბა, პატარა მიტარბი და 9 აპრილის ქუჩა ბორჯომში.

10:30-დან 18:00 საათამდე 467 აბონენტს აწყურში, ადიგენსა და უდეში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |