განათლება
,,ჩვენ ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად ვრეაგირებთ" – ნიკო ახალკაცი
სასწავლო პროცესი დასრულდა და უნივერსიტეტში საგამოცდო ციებ–ცხელება დაიწყო. საგამოცდო პროცესის გარდა ადმინისტრაცია

აკრედიტაცია–ავტორიზაციის ცვლილებების საკითხს განიხილავს. სასწავლო დარგში რექტორის მოადგილე განმარტავს, რომ ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტები უმაღლეს დაწესებულებას ახალი რეალობის წინაშე აყენებს.

,,სტანდარტები გაიზარდა და შესაბამისად გაიზარდა მიდგომებიც" – აცხადებს ნიკოლოზ ახალკაცი.

რექტორის მოადგილის თქმით, პროგრამების მოდერნიზაცია შემუშავებული სტრატეგიის მიხედვით ეტაპობრივად მოხდება. რადიკალურად შეიცვლება სასწავლო პროცესისადმი მიდგომაც.

,,ჩვენ მოთხოვნის შესაფერისად ვრეაგირებთ ბაზარზე" – აცხადებს რექტორის მოადგილე და ფიქრობს, რომ დროთა განმავლობაში საზოგადოების მიერ პროფესიათა ნაწილის გადაფასება მოხდა.

პროცესს ხელი სახელმწიფოს მიდგომამაც შეუწყო, როცა ცალკეული პროფესიებისთვის პრიორიტეტის მინიჭება და შესაბამისად დაფინანსება დაიწყო.

ნიკოლოზ ახალკაცი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მიდგომის გარდა, პროფესიათა პოპულარიზაცია მოსახლეობის სოციალურმა ფონმაც განაპირობა.


| Print |