განათლება
სტუდენტურმა თვითმმართველობამ პრეზიდენტი აირჩია
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობას ახალი პრეზიდენტი ჰყავს.
იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი მირზა ბურძენიძე სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა ერთი წლის ვადით აირჩიეს.
საგანმანათლებლო დაწესებულებაში არჩევნები 14 ივნისს გაიმართა.
პრეზიდენტობისთვის ორი კანდიდატი იბრძოდა – ირაკლი ყურმაშვილმა დელეგატების 7 ხმა მიიღო, მირზა ბურძენიძემ კი 14.

სტუდენტური თვითმმართველობის წევრები დღესვე უნივერსიტეტის რექტორს შეხვდნენ.
სამომავლო გეგმებსა და იდეებზე, პრეზიდენტმა "მე–9 არხთან" ისაუბრა.

| Print |