განათლება
ექსკურსიების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა სკოლას დაეკისრება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, სკოლა ვალდებულია პასუხისმგებლობა აიღოს არა მარტო სკოლის მიერ

ორგანიზებული ექსკურსიების უსაფრთხოებაზე, არამედ თვითორგანიზებულ ექსკურსიებზეც.

სამინისტროში განმარტავენ, რომ სკოლა ვალდებულია სატრანსპორტო საშუალება იმ კომპანიისგან იქირაოს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება როგორც მძღოლის პროფესიონალიზმზე, ასევე მიაწვდის მათ ტექნიკურად გამართულ სატრანსპორტო საშუალებას.

მძღოლი ასევე ვალდებულია, კარგად იცოდეს ის მარშრუტი, რომელზეც გადაადგილდება. აუცილებლად უნდა დაიცვას ყველა ნიშნული, რომელიც განთავსებულია გზაზე. თუკი მძღოლი არ ემორჩილება საგზაო მოძრაობის წესებს, სკოლის წარმომადგენელი ვალდებულია გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება და გამოიძახოს შესაბამისი ორგანოები – აცხადებენ ჩხენკელის უწყებაში.

მისი თქმით, თითოეული ადამიანი, რომელიც ჩართულია ექსკურსიის ორგანიზების პროცესში, პასუხისმგებელია ბავშვების უსაფრთხო გადაადგილებაზე.

თუკი სკოლის ადმინისტრაცია არ დაიცავს ექსკურსიებთან დადგენილ სტანდარტებს, პასუხისმგებლობა სკოლის ადმინისტრაციას დაეკისრება, მათ შორის სკოლის დირექტორს და ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისთვის ის შესაძლებელია თანამდებობიდან გათავისუფლდეს კიდეც.

ექსკურსიებთან დაკავშირებული კონკრეტული რეგულაციები სკოლებს ადრეც ჰქონდათ სამინისტროსგან მიწოდებული, თუმცა ბოლო დროს მომხდარმა ტრაგიკულმა შემთხვევებმა გამოიწვია რეგულაციების გამკაცრება.
| Print |