განათლება
ახალციხეში, გამოცდაზე მასწავლებელი "შპარგალკიდან" იწერდა
12 ივლისს მაგისტრატურის, პასწავლებლების და მასწავლებლობის მსურველების გამოცდა პროფესიულ უნარებში ჩატარდა.


ახალციხის საგამოცდო ცენტრში, მაგისტრანტების გამოცდაზე რეგისტრირებული 48 აპლიკანტიდან, სამი მათგანი არ გამოცხადდა.

პროფესიული უნარების გამოცდაზე, 375 პედაგოგი იყო რეგისტრირებული, აქედან 161 მათგანი გამოცდაზე არ გავიდა.

პროფესიული უნარების გამოცდიდან, ერთი პედაგოგი ე.წ. "შპარგალკის" გამოყენების გამო მოხსნეს. საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ზედამხედველმა აღმოაჩინა, რომ მოქმედ მასწავლებელს საკითხები ფურცლებზე ჰქონდა ჩანიშნული და კითხვებს მისი დახმარებით პასუხობდა.

გელა მაისურაძის თქმით, შედგა ოქმი. პედაგოგს გამოცდიდან მოხსნა არ გაუპროტესტებია.

2018 წლის გამოცდებზე პირველი შემთხვევაა, როცა აპლიკანტი გამოცდიდან ამ მიზეზით მოხსნეს. ერთ პედაგოგს საგამოცდო ცენტრი "შპარგალკის" აღმოჩენის გამო, გასულ წელსაც დაატოვებინეს.

| Print |