განათლება
განათლების სამინისტრომ უფასო ფაკულტეტების სია გამოაქვეყნა
2018-2019 სასწავლო წლის სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების სია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გამოაქვეყნა.


უწყების ინფორმაციით, 2018-2019 სასწავლო წელს, სახელმწიფო დააფინანსებს შემდეგ მიმართულებებს - აგრარული მეცნიერებები; განათლება; ინჟინერია; მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; სოციალური მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებები და მიმართულებათაშორისი დარგები და სპეციალობები.

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში უფასო პროგრამებია:

ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, ქართული ფილოლოგია, ინგლისური ფილოლოგია, საჯარო მმართველობა, ეკონომიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ეკოლოგია, აგრონომია.

პრიორიტეტულ პროგრამებზე სტუდენტების პროგრამული და საგრანტო დაფინანსების ჯამი შეადგენს 100%-ს.
დეტალური ინფორმაცია უნივერსიტეტებში უფასო ფაკულტეტებზე იხილეთ აქ.
| Print |