განათლება
თანატოლგანმანათლებლები ახალგაზრდების ინფორმირებულობის გაზრდას ცდილობენ
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფებში ვიქტორინა გაიმართა.


ასოციაცია ჰერა XXI-ის თანასწორ-განმანათლებლებმა, სამოქალაქო განათლების პროგრამა ,,მომავლის თაობა“-სთან თანამშრომლობით, ვიქტორინის გამართვამდე ახალგაზრდებს თანატოლგანმანათლებლებმა მარიამ ნადირაძემ და თამარ მაისურაძემ, ვიქტორინის მონაწილე ყველა სკოლის მოსწავლისათვის, ჩაატარეს ტრენინგი თემაზე - ,,ჯანსაღის ცხოვრების წესი,ადრეული ქორწინება და სგგდ ინფექციები".

ახალციხის #1 საჯარო სკოლაში, გამართული ვიქტორინის მიზანს წარმოადგენს, ახალგაზრდების ინფორმირებულობა რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებით და ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა სამოქალაქო აქტივიზმში.

ვიქტორინაში ახალციხის#1, #5, #6 კერძო სკოლა ,,მზექას“, სოფელ ღრელის და ადიგენის მუნიციპლიტეტის სოფელ ბენარასა და მლაშეს საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

I ადგილი - ახალციხის შოთა რუსთაველის სახელობის #1 საჯარო სკოლამ,

II ადგილი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მლაშეს საჯარო სკოლის გუნდმა, ხოლო

III ადგილი ახალციხის #5 და #6 საჯარო სკოლების ინტეგრირებულმა გუნდმა მოიპოვა. გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ ჰერა XXI-ისა და ახალციხის მუნიციპალიტეტიის მერიისგან.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა მსვლელობა, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივ მოსახელობას 12 აგვისტოს დღისადმი მიძღვნილი ბროშურები დაურიგდა.

alt
| Print |