განათლება
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის პირველკურსელებს სტუდენტური თვითმმართველობა შეხვდა
როგორ ცდილობენ სტუდენტები უკეთესი გარემოს შექმნას, რას აკეთებს და რა სახის ღონისძიებების ორგანიზებას ახდენს სტუდენტური თვითმმართველობა – პირველკურსელების ამ კითხვებს, თვითმმართველობის წევრებმა უპასუხეს.

შეხვედრაზე თვითმმართველობის სტრუქტურა, ფუნქციები და მოვალეობები განიხილეს და პირველკურსელებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს.

სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა აქცენტი სამომავლო გეგმებსა და ღონისძიებებზე გააკეთეს და ახალგაზრდებს მათთან გაწევრიანებისკენ მოუწოდეს.

| Print |