განათლება
უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობს
,,სახელმწიფოს ენობრივი პოლიტიკა და სამცხე-ჯავახეთის ონომასტიკა“ – 22 სექტემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში,

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში, რესპუბლიკურმა სამეცნიერო კონფერენციამ მუშაობა დაიწყო.

„ღონისძიების სამცხე-ჯავახეთში ჩატარება ორგანიზატორების მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იყო. მსგავსი სამეცნიერო კონფერენციების გამართვა თავის მხრივ ხელს შეუწყობს როგორც რეგიონის პოპულარიზებას, ისე კომპეტენტური საზოგადოების მიერ ამ კუთხის მრავალფეროვანი ისტორიით დაინტერესებას - რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია“ – აღნიშნა მხარის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა.

კონფერენცია ტარდება სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სახელმწიფო ენის დეპარტამენტისა და სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის მონაწილეობით.
| Print |