განათლება
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში აბიტურიენტების მოსამზადებელი კურსები იხსნება
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე მოეწყო.
ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, უფროსკლასელები რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან ჩამოვიდნენ. შეხვედრა ინოვაციებისა და მეცნიერების ფესტივალის ფარგლებში გაიმართა, რომელმაც სტარტი 22 სამეცნიერო კონფერენციით აიღო.
ღია კარის დღე სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხისა და ახალქალაქის კორპუსებში ჩატარდა.
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებას სთავაზობს. კურსები რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში გაიხსნება. აბიტურიენტების მომზადება ოქტომბრიდან დაიწყება.

| Print |